LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რარიტეტული ავტომობილების კოლექცია ბრიტანელი მილიონერისგან

84

როჯერ დალინგმა დიდ ბრიტანეთში უმსხვილესი რარიტეტული ავტომობილების კოლექციის შეგროვება შეძლო. 79 წლის მულტიმილიონერის ავტოფარეხში 350–ზე მეტი ექსკლუზიური ავტომობილი დგას, რომლთა ღირებულებაც ჯამში 40 მილიონი ფუნტი სტერლინგია. წინათ, მისტერ დალინგი საზღვაო ფლოტში მსახურობდა, საიდანაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო წამოვიდა. ამჟამინდელმა მილიარდერმა 1970 წელს ბილეთების გასაყიდი ავტომატი გამოიგონა, რისი წყალობითაც უზარმაზარი ქონება დააგროვა.

ქვეყანაში ყველაზე დიდი რექტროქარების კოლექცია ისეთ მოდელებს აერთიანებს, როგორიც არის 1995 წლის Ferrari F355 GTS, 1954 წლის Jaguar XK120 Drophead Coupe, 1989 წლის Lamborghini Countach და ა.შ. დალინგის ავტოფარეხში ყველაზე ასაკოვანი მოდელი 1911 წლის არის და მას Vulcan Tourer ქვია. გარდა ამისა, ბრიტანელი კოლექციონერი საბავშვო Aston Martin–საც ფლობს. როჯერ დალინგის კოლექციაში Bentley–ს ბაიკიც მოიძებნება. ამ მომენტისათვის, კოლექციონერი ახალი ავტომობილებისათვის 7 მილიონის ღირებულების ანგარს აშენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები