LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რას აკეთებთ, ნიკას ვერ მოერევით, თქვე უსამართლო ბოროტებო! ოჯახის წევრების დახოცვა თუ გადაწყვიტეთ, ნერვიულობით, ვერც მაგას მოესწრებით“ – რას წერს ნიკა მელიას მეუღლე, მაიკო ბეგიაშვილი

2276
ნიკა მელია, მაიკო ბეგიაშვილი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარედგინება.

ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარედგინება

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, ბრალის წარდგენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 15:00 საათზეა დაგეგმილი.

გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლე, მაიკო ბეგიაშვილი:

„რას აკეთებთ, ნიკას ვერ მოერევით, თქვე უსამართლო ბოროტებო!
ოჯახის წევრების დახოცვა თუ გადაწყვიტეთ, ნერვიულობით, ვერც მაგას მოესწებით“, – წერს ბეგიაშვილი.

შეგახსენებთ, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით 29 მაისს დააკავეს.

ცნობისათვის, ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება. მას კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას შეეხება, 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ნიკა მელიას ასევე მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს, ფაქტობრივად მოიტაცეს“ – ადვოკატის ცნობით, ნიკა მელია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g