ქუთაისში, არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბებიის სასამართლო პროცესი ხვალ არის დაგეგმილი.
დაკავებულის შვილი, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, TikTok Live-ში აცხადებს, რომ დედისათვის გირაოს თანხის მოძიებას ცდილობს. მისი თქმით, თავდაპირველად 3000 ლარი სჭირდებოდა, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ თანხა ადვოკატისთვის არის საჭირო. ქალის განცხადებით, უკვე შეგროვებულია 500 ლარი და დამატებით 500 ლარის დახმარების შემთხვევაში ადვოკატი შეძლებს დედამისის უდანაშაულობის დამტკიცებას.
ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი tik-tok ლაივში სცემა, დაკავებულია
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, მოქალაქე 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს
ქალი აღნიშნავს, რომ მისი დედა ამჟამად რუსთავის ქალთა კოლონიაში იმყოფება და აპირებს ყველას უჩივლოს „დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“.
„მაგათ ყველას ვუჩივლებ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის… 500 ლარი დამირიცხეს… მანდატის ფული მინდა 1 000 ლარი… თუ გირაოს ვერ გადავიხდი, ნინო იქნება რუსთავში ქალთა კოლონიაში… 3 000 ლარი მაინც უნდა მქონდეს… ცემის ფაქტს ვერ მედავებიან, იმაზე მედავებიან, ნინომ რომ თქვა ვიდეოში – მე დავარტყიო“, – ამბობს მცირეწლოვანის დედა.
მისივე თქმით, „არ აპატიეს“ ის, რომ შვილის გაჩენა და დედობა უნდოდა. მანვე აღნიშნა, რომ მცირეწლოვანი მასთან იმყოფება და სოციალური მუშაკი „წართმევას არ აპირებს“.
სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა დამატებითი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ბებია შვილიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა, ოთახში ბავშვის დედა შედის და ეკითხება, რატომ აქვს მცირეწლოვანს ხელი გაწითლებული. ქალი პასუხობს, რომ ბავშვმა „თავად დაარტყა“.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, მოქალაქე 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.