LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჰყვება მეგობარი ბიჭზე, რომელმაც დედა მოკლა: „კლუბური ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, რამაც საბოლოოდ, ფსიქიკური აშლილობა გამოიწვია… ტაროს შლიდა და ამით ჰქონდა შემოსავალი, როგორც ვიცი, ჯადოებსაც აკეთებდა…“

143
ნინო ხოჭოლავა და ნიკა

გასულ კვირას თბილისში მძიმე ტრაგედია დატრიალდა, ახალგაზრდა მამაკაცმა დედას ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოკლული ქალი სამი შვილის დედა, 49 წლის ნინო ხოჭოლავაა… როგორც ჩანს, მის შვილს, ნიკას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ეს ჩანს ვიდეომიმართვიდანაც, რომელიც მან დედის მკვლელობის შემდეგ „ტიკ-ტოკზე“ ატვირთა. ვიდეოში ის მომხდარის გამო ბოდიშს უხდის ოჯახის წევრებს და ამბობს, რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს.

ჟურნალმა „გზამ“ ინტერვიუ ანონიმურად ჩაწერა ინტერვიუ ნიკას მეგობართან, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ფსიქიკური პრობლემები კლუბური ნარკოტიკებისგან იყო გამოწვეული:

„სამწუხაროდ, ნიკა აქამდე მიიყვანა ნარკოტიკებმა, კლუბური ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, რამაც საბოლოოდ, ფსიქიკური აშლილობა გამოიწვია. ასეთი მწვავე მდგომარეობა დაახლოებით ბოლო ერთი წელია აქვს. ჩუმად ჩართავდა ლაივებს, ამბობდა, თავს ვიკლავო, ეგრევე ახლობლები, მეზობლები რეკავდნენ 112-ში და მასთან მიდიოდნენ სახლში, ამიტომ გვეგონა, რომ იგონებდა, ასე გადაარჩენდნენ ხოლმე.

რას საქმიანობდა თვითონ?

ცხოვრობდა ნაქირავებში, ტაროს შლიდა და ამით ჰქონდა შემოსავალი, როგორც ვიცი, ჯადოებსაც აკეთებდა. შავბნელი ძალებით იყო მოცული. ტრანსგენდერი გახლდათ. თავს უსქესო ადამიანად თვლიდა. ასე ამბობდა, სქესი არ გამაჩნიაო. ვიდეოში რომ ასახელებს ბიჭს, ის უყვარდა, მათ შორის რა ურთიერთობა იყო, არ ვიცი, მაგრამ ბოლო დროს ამ ბიჭსაც ემუქრებოდა, დასდევდა და მან ამის გამო უჩივლა კიდეც პოლიციაში.

როგორც ვიცი, დედამისი ყველაფერს აკეთებდა, მდგომარეობიდან რომ გამოეყვანა, რამდენჯერმე დააწვინეს კიდეც კლინიკაში, მაგრამ არ გაჩერდა, არ იმკურნალა. სრულწლოვანია და ვერ დაატანდნენ ძალას, მაშინ სასამართლოსთვის უნდა მიემართა ოჯახს და სასამართლოს ძალით უნდა მომხდარიყო მისი კლინიკაში მოთავსება… არადა, შიზოფრენია ჰქონდა ადამიანს…“

შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – თბილისში მომხდარი უმძიმესი ტრაგედია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g