LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას მოიაზრებს მშობელთა ჩართულობა სასკოლო პროცესში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

271
ნანა-ალექსიძე

მშობელთა ჩართულობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრებაში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნანა ალექსიძემ ისაუბრა.

რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა?

ტერმინი „მშობელთა ჩართულობა“ აღნიშნავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც შინ, ასევე სკოლაში. ის აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს.როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს.

მშობლებთან თანამშრომლობა ორმხრივი პროცესია და მოიაზრებს მშობლობის მხარდაჭერას. ორმხრივი პროცესი გულისხმობს რომ ყველა მხარე – ბავშვები, ოჯახები, პროფესიონალები და ადგილობრივი თემი – განათლების და სოციალიზაციის თანამონაწილე და მიმღებია.

რაზე აისახება მშობელთა ჩართულობა?

მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებზე და მოსწავლეებზე. როდესაც მშობლები ჩართული არიან სკოლის ცხოვრებაში, მოსწავლეები უფრო დადებითად არიან სკოლის მიმართ განწყობილი და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაც მეტი აქვთ. მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ.

მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს. მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება ზოგადად სკოლაზეც: სკოლას მეტი მხარდაჭერა აქვს მშობლებისგან; იზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში; სასკოლო პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობენ მშობლები, უფრო წარმატებულია, ვიდრე ის პროგრამები, რომლებშიც მშობლები არ მონაწილეობენ; სკოლებში, სადაც მოსწავლეთა მოსწრება ძალიან დაბალია, მშობლების ჩართულობის გაზრდის შემდეგ ეს მაჩვენებელი აშკარად უმჯობესდება.

ოჯახის ჩართულობას პოზიტიური ზეგავლენა აქვს ყველა მონაწილე მხარეზე – ბავშვებზე, მშობლებზე, მასწავლებლებზე. ოჯახის ჩართულობა არ მოიაზრებს მათ მონაწილეობას მხოლოდ განსაკუთრებულ ღონისძიებებში და მშობელთა კრებებში- ჩართულობა ნიშნავს კომუნიკაციას მშობლებისთვის ხელმისაწვდომი ფორმებით, მათთან მუდმივ დიალოგს და თითოეული ბავშვის ოჯახისა და კულტურის გათვალისწინებას საგანმანათლებლო გარემოსა და პროცესში.

მშობლის თვითცნობიერების როლი…

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ შვილების თვალში პიროვნებებად დარჩნენ? როგორ უნდა შეინარჩუნონ ბუნებრიობა? როგორ უნდა შეძლონ მშობლებმა შეინარჩუნონ კომუნიკაცია- თავისუფალი/ლაღი  ბავშვი  <  —  > ყურადრებიანი მშობელი

  • მიღებისა და აღიარების კონცეფცია ( აღაირო საკუთარი თავი როგოც ადამიანი და არა ღმერთი და აღიარო შვილის,ბავშვის არსებობა როგორც პიროვნება და არა მონა). მშობლის მიმღებლობა ნაწილობრივ მის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მშობელი საკუთარი ბუნებიდან გამომდინარეა შვილებთან მიმართებაში მიმღებლობის უნარით გამორჩეული. საპიროსპიროა მიუღებელი მშობელი.
  • კარგ განწყობაზე მყოფი მშობელი (  თვითზრუნა მშობლისა საკუთარ თასა და ბავშვის მიმართ: ფიზიკური და ( სრულფასოვანი ძილი, დღის რეჟიმი ბალანსირებული) , ემოციურად-ფსიქოლოგიურად, ფსიქოთერაპიული კულტურა. საპიროსპიროა გადაღლილი მშობელი, ტრავმირებული, ეგო ცენტრული/ეგოსტიკური.
  • უნებრივი მშობელი შექმნას ისეთი ქცევის ფანჯარა, რომეელიც მშობლებს ეხმარება თავიანთი ბუნებრივი გრძნობებისა და იმ პირობების გაგებაში, რომელთა გავლენითაც ეს გრძნობები განუწყვეტლივ იცვლება. ბუნებრივი მშობლები შვილების მიმართ განიცდიან როგორც მიმღებლობას, ასევე მიუღებლობას; მათი დამოკიდებულება ერთი და იმავე საქციელის მიმართ უცვლელი არ არის – ის დროდადრო იცვლება.  საპიროსპიროა ხელოვნური მშობელი, სოც. სტანდარეტებს „ მორგებული“ მერყევი.

მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებზე და მოსწავლეებზე. ქვემოთ განვიხილავთ თითოეული ჯგუფის სარგებელს.

სარგებელი მოსწავლისთვის…

როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, მოსწავლეს უკეთესი მიღწევები აქვს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ოჯახის სოციალურ-ეკონომიური სტატუსი, ეთნიკური წარმომავლობა თუ მშობელთა განათლების დონე.

  • მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია შვილის განათლების პროცესში, უფრო წარმატებით ამთავრებს სკოლას და სწავლის გაგრძელების უკეთესი შესაძლებლობები და პირობებიც აქვს;
  • სტატისტიკური მონაცემებით, თუ მშობლებს არ აქვთ ურთიერთობა მასწავლებლებთან ან არ არიან დაინტერესებული სკოლაში მიმდინარე მოვლენებით, მათი შვილების აკადემიური მოსწრება სხვა ბავშვებისაზე უფრო დაბალია;
  • როდესაც მშობლები ჩართული არიან სკოლის ცხოვრებაში, მოსწავლეები უფრო დადებითად არიან სკოლის მიმართ განწყობილი და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაც მეტი აქვთ;
  • მოსწავლეებს, რომელთა მშობლები აქტიურად არიან ჩართული სკოლის ცხოვრებაში, უკეთესი ქცევა გამოარჩევთ და მათ წინააღმდეგ გამოყენებული დისციპლინური სანქციების საშუალო მაჩვენებელიც შედარებით დაბალია;
  • სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლების შვილებს უფრო კარგი ურთიერთობები აქვთ როგორც მასწავლებლებთან, ასევე ოჯახის წევრებთან;
  • განსხვავებული კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებით სწავლობენ, როდესაც მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობების ურთიერთშეთანხმებას.

სარგებელი მშობლისთვის…

მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები.

ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელი:

  • უფრო გამგები ხდება საკუთარი შვილის მიმართ;
  • უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს;
  • ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს შვილის მიღწევებს;
  • ხდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში;
  • უფრო თავდაჯერებული არის გადაწყვეტილების მიღებისას;
  • მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარი ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას;
  • უფრო წარმატებით იყენებს სხვადასხვა შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახისა და შვილის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
  • შვილს აძლევს საშუალებას, უფრო თამამად გამოთქვას საკუთარი შეხედულებები და პრობლემები. უფრო პოზიტიურ ურთიერთობებს ამყარებს თავისი შვილის მასწავლებლებთან;
  • უფრო სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას ბავშვის მდგომარეობის შესახებ და დროულად იღებს ზომებს მისი პრობლემების მოსაგვარებლად.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები