11 წლის მარიამ ბიგვავას დედა, თეა დარახველიძე ჟურნალ „სარკეს“ გულდაწყვეტით უყვება, რას სწერდნენ ქართველები მის შვილს, როდესაც ის საბავშვო „ევროვიზიაში“ მონაწილეობდა:
„მარიამს სარეკლამო რგოლები ჩააწერინეს, სადაც ამბობდა, ამა და ამ დროს იწყება ხმის მიცემა და მიგულშემატკივრეთო, მაგრამ მარიამის „ტიკ-ტოკზე“ ქართველები უწერდნენ, რას შეგვაწუხეთ, არ გვინდა და არ მოგცემთ ხმასო. ზოგიერთის ასეთი დამოკიდებულების გამო რა უნდა გვექნა? ზოგმა ვერ გაიგო ხმის მიცემის პრინციპი, ზოგმა კი მთელი გულით მოინდომა და, როგორც საკუთარ შვილს, ისე გულშემატკივრობდა…“
ვიდეო: მარიამ ბიგვავას შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე