ბარაკ ობამამ ტრადიციული, წლის შემაჯამებელი რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც თავი ფავორიტ სიმღერებს, წიგნებსა და ფილმებს მოუყარა.
ამერიკის 44-ე პრეზიდენტის 2024-ის მუსიკალური ,,ფლეილისტი” 25 სიმღერისგან დაკომპლექტდა. სიას კენდრიკ ლამარის Squabble Up ხსნის, რომელსაც ბილი აილიშის Lunch და რიმას Yayo მოჰყვება. ჩამონათვალში ასევე ისეთ ჰიტებს ვხვდებით, როგორებიცაა: Shaboozey-ის A Bar Song (Tipsy), ბიონსეს Texas Hold ‘Em, ტომი რიჩმენის Million Dollar Baby და სხვა.
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა ფავორიტ წიგნებს შორის პირველი ადგილი ჯონათან ჰაიტის ნაწარმოებს – The Anxious Generation მიანიჭა, იმ ფილმებს შორის კი, რომელთაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ლიდერ პოზიციაზე კინოსურათი – All We Imagine as Light დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამამ ზაფხულში ფავორიტი სიმღერების სეზონური სიაც გააზიარა.
ფოტო: ბარაკ ობამას 2024 წლის საზაფხულო ფლეილისტი