LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რას ვაკეთებდით ასეთს ყველა ათის მერე, რომ ჩაკეტვა გახდა აუცილებელი? სად დავდიოდით? მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი” – ეკა ხოფერია

2283
---2020-03-16-10-46-54-761663

გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 9 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში დააწესა, სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოყვა. მთავრობის გადაწყვტილებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ჟურნალისტ ეკა ხოფერიას.

9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება

 

“მე ვმუშაობდი და ვმუშაობ დისტანციურად. ბავშვები დიდი ხანია დისტანციურზე იყვნენ. რესტორნებში დაკევტამდეც არ დავდიოდი. არც სტუმრად. ან ძალიან იშვიათად და ვიწროკლასტერულად. კარგი იყო ის, რომ საღამოს გავდიოდით ჭავჭავაძეზე და უბრალოდ ვსეირნობდით.

სეირნობა მთავარი გართობა იყო თითქოს. ყველა პირბადით, ზოგი ბავშვებით, ზოგი ბავშვებ-ძაღლებით დ.ა.შ

რას ვაკეთებდით ასეთს ყველა ათის მერე, რომ ჩაკეტვა გახდა აუცილებელი? სად დავდიოდით? კატეგორიულობის გარეშე. მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი” – წერს ეკა ხოფერია საკუთარ ფეისბუქგევრდზე.

 

9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში კერძო და საჯარო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება

პირი, რომელიც გადაადგილების შეზღუდვაზე დაწესებულ წესს დაარღვევს, 2000 ლარით დაჯარიმდება

აღნიშნულ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოყვა. ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შეზღუდვას არანაირი კავშირი არ აქვს ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მცდელობასთან.

“ფსიქოლოგიურად გვანგრევს აი ეს დატუსაღება , მეტს არაფერს ცვლის … ჰაერის გადაკეტვაა იგივე თორემ ღამის ათ საათზე აღარც თავშეყრის ადგილია ჩვენთვის და აღარც არაფერი ისედაც , გავიგეთ რომ ამ ყველაფრის მიზეზი რეალურად არის კორონა, მაგრამ ეს 10-5 საათამდე შეზღუდვა უკვე აღარაფერში ჯდება …. მორალურად ვემზადები რომ გავუძლო მართლა”

“ისედაც არ დავდიოდი არსად დიდათ, დაბადების დღეებზე ისიც იშვიათად
თუმცა მარტო ვირტუალური სამყარო ძალიან შეგვცვლის და გავხდებით რობოტები”

“ზაფხულში კურორტებზე რაც ხდებოდა ხომ ყველა ხედავდა? სრული განუკითხაობა… სეზონი არ “ჩააგდეს”. დღისით რომ რომელიმე კლუბზე გავრცელდებოდა ინფორმაცია კოვიდის დადასტურებულ შემთხვევაზე გგონია ღამით რამე იცვლებოდა? გადაჭედილ კლუბში კონცერტებს მართავდნენ. ვინმემ პასუხი აგო ამ ყველაფერზე?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები