LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რასაც კონკრეტული პარტიები და მათი წევრი „ენჯეოები“ საუბრობენ, იმედდაკარგული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებებია“ – ირაკლი კობახიძე

112
ირაკლი კობახიძე (1)

„რეალურად, სისტემა, რომელიც საარჩევნო კომისიაში დაინერგა, სრულად გამორიცხავს ყოველგვარ მანიპულაციას – რასაც კონკრეტული პარტიები და მათი წევრი „ენჯეოები“ საუბრობენ, იმედდაკარგული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების პირობებში არა მხოლოდ მანიპულაცია, ადამიანური შეცდომებიც კი გამორიცხული იყო.

„იყო ზოგადი საუბრები, თუმცა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. შეუძლებელია ვინმემ რაიმე კონკრეტიკაზე ისაუბროს. რეგისტრაცია, ხმის მიცემა ელექტრონულად ხორციელდებოდა. ერთ წამში, ღილაკზე თითის დაჭერით ითვლებოდა შედეგები, შესაბამისად, აბსოლუტურად გამორიცხული იყო ყოველგვარი მანიპულაცია. არა მხოლოდ მანიპულაცია, ადამიანური შეცდომებიც კი. ასეთ პირობებში, რასაც კონკრეტული პარტიები და მათი წევრი „ენჯეოები“საუბრობენ, იმედდაკარგული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებებია – ეს არის და ეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g