LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაში გავყავი თავი?!“ – ჯუდ ლოუ ვლადიმერ პუტინის როლს შეასრულებს – რას წერს მსახიობი

187
page

52 წლის ჯუდ ლოუ ახალ ფილმში რუსეთის პრეზიდენტის, ვლოდიმირ პუტინის როლს შეასრულებს. „ჯადოქარი კრემლიდან“, ასე ჰქვია კინოსურათს, რომლის რეჟისორიც ოლივიე ასაიასია. ფილმს ჯულიანო ემპოლის წიგნის მიხედვით გადაიღებენ. ამის შესახებ უკვე არაერთი ტაბლოიდი წერს.

გამოცემა Deadline-თან საუბრისას ლოუმ მომავალ პროექტზე გულწრფელად ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მისთვის სერიოზული გამოწვევაა.

„ამის შესახებ დიდი სიფრთხილით ვსაუბრობ. მე ახლახან დავიწყე აღნიშნულ როლზე მუშაობა. ეს იმ პროცესს ჰგავს, როცა ევერესტზე ადიხარ, უყურებ მწვერვალს და საკუთარ თავს ეკითხები, რაში გაყავი თავი, როგორ უნდა გაუმკლავდე ამას. ასე ხშირად მემართება, თუმცა ბოლოს ვხვდები, რომ ყოველივე ეს, ჩემი გასაკეთებელია“, – წერს ახალგაზრდა პაპის ვარსკვლავი.

ნოველის მიხედვით, ფილმში მოთხრობილი იქნება პუტინის პოლიტიკური კარიერის საწყისი წლების შესახებ.

„გავმელოტდი და ჩამოვბერდი“ – 51 წლის ჯუდ ლოუ DuJour-ს გარეკანზე

7 შვილის მამა – 51 წლის შეუდარებელი ჯუდ ლოუ ახალი ფილმის გადაღებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები