„რასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას 5-კაციანი ჯგუფი? ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და დაპირისპირება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.
“მთელი არჩევნების განმავლობაში პირდაპირ საუბრობდნენ რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, მაგრამ ქართველი ხალხი არის ბრძენი და შესაბამისი პასუხი გაეცა მათ არჩევნებზე,”- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, საჯარო განცხადებების გარდა, დამატებით ინფორმაცია შესაბამის სამსახურებსაც აქვთ.
“იყო თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები მუქარაზე, არეულობაზე, დესტაბილიზაციაზე საუბრობდა მთელი არჩევნების განმავლობაში. კიდევ არის დამატებითი საკითხები, რომელიც შესაბამის სამსახურებს გააჩნიათ, ეს კიდევ სხვა თემაა,”- განაცხადა კალაძემ.
ოპოზიცია ხელისუფლებისგან საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელთანაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხზე იმსჯელებენ.
