LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე – დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა

129
Capture

„დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკამ – მის გუშინდელ მოწოდებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა მათი „მანიაკალური სახე“.

„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, ეს არ მოიწონეს და სხვა მეთოდებს ემხრობიან, ვიტყვი იმას, რომ მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი წარმოადგენდა, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ დამნაშავეებისთვის არ ენანება ტყვია. როდესაც ძებნის ღონისძიებების დროს ვერტმფრენიდან ხოცავდნენ ოჯახებს. მინისტრები ითხოვდნენ „ორ გვამს“. დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

„მართლაც საგიჟეთში ვცხოვრობთ“, „ერთი ღერძულა ხაზი რომ გადაკვეთოთ 2 წამში მოგდით ჯარიმა, 3 ადამიანი გაიქცა და იმათ ვერ პოულობენ“ – ვაშაძე და კორძაია იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g