LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე: „ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“

147
რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალური ქსელით ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ფორმა 100 მისმა ექიმმა გააყალბა.

როგორც რატი ბრეგაძე წერს, „ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“.

„ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა“ აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100-იც პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა. შეგრძნებათა მედიცინის დამფუძნებლები საკავშირო მიღწევისთვისა და გეგმის გადაჭარბებულად შესრულებისთვის „ვსესაიუზნი“ ჯილდოზე არიან წარდგენილნი. წინ, მართალო ამხანაგებო! P.s ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“, – წერს რატი ბრეგაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g