LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე: „ზოგჯერ შეიძლება ემოციურმა მომენტებმა იმძლავროს.. ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს, ღირსეული არიან“

167
რატი ბრეგაძე, ღუდუშაური და ბერაია

„არც ერთი ტიპის შეურაცხყოფას არ ვამართლებ, თუმცა ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს და საკმაოდ კარგი და ღირსეული ადამიანები არიან“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა და აღნიშნულით გუშინ, პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ახლა თქვენ მართლა ზედმეტები არ მოგივიდეთ ყველას! შეირგეთ ის ბოდიშიც, რომელიც იყო გულწრფელი.. წესიერად მოიქეცით“ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას 

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, ხშირია ქართულ პოლიტიკაში შემთხვევები, როდესაც საქმიანი ურთიერთობა შეიძლება უფრო სხვა ტიპის ურთიერთობაში გადავიდეს.

ელისაშვილი ბერაიას: „კაცი არ ხარ? ეს სიტყვები პირიდან როგორ ამოგივიდა.. ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები, ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო“

ელისაშვილის მიმართვის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ მას სიმშვიდისკენ მოუწოდა, შემდეგ კი დარბაზი დაატოვებინა.

„მსგავსი ტიპის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ქალების მისამართით, არამედ ქალების მხრიდან საპირისპირო სქესის მისამართითაც გაგვიგია. ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც ერთი ტიპის შეურაცხყოფას მე არ ვემხრობი და ვთვლი, რომ შესაძლებელია პოლიტიკა წარიმართოს ბევრად უფრო ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ რეჟიმში.

ზოგჯერ შეიძლება ემოციურმა მომენტებმა იმძლავროს, თუმცა იმ დეპუტატებს, ვისზეც საუბრობთ, ვიცნობ და საკმაოდ ღირსეული ადამიანები არიან.

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

არ ვამართლებ არც ერთი ტიპის შეურაცხყოფას, თუმცა მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს და ესენი საკმაოდ კარგი და ღირსეული ადამიანები არიან. შესაძლებელია იმძლავრა ემოციებმა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ მე არ ვემხრობი არასდროს არც ერთი ტიპის შეურაცხყოფას. რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა.

თეონა აქუბარდია: „თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს!“

რაც შეეხება რეაგირებას – პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვის მოქმედებს რეგლამენტის ზედმიწევნით დაცვით და დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებდა იმას, რაც იყო საჭირო და არ დაარღვევდა რეგლამენტს. საკმაოდ კარგად და ოსტატურად მართავს ბატონი პაპუაშვილი პარლამენტის სხდომას“. – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რიმა ბერაძე: „არ არის მოსაწონი შეურაცხყოფა, არც ოპოზიციის და პოზიციის მხრიდან – ჩემთვისაც მოუყენებიათ შეურაცხყოფა, მამაკაცებზეც ვსაუბრობ და ქალებზეც, გენდერი აქ რა შუაშია?“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები