LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო მალე გოგონას მშობლები გახდებიან: „რატი უკვე იდეალური მომავალი მამაა…“

326
რატი და კარინა

ცნობილი მოცეკვავეების წყვილი რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო პირველ შვილს ელოდებიან. როგორც დღევანდელი „სარკე“ გვაუწყებს, ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან.

რატი:

გოგონას მშობლები გავხდებით. სხვათა შორის, სულ მეგონა, რომ პირველი შვილი გოგო მეყოლებოდა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სულ ბავშვებთან მაქვს შეხება და ვთვლი, რომ საკუთარი შვილის აღზრდაშიც ბევრად აქტიურად ვიქნები ჩართული და მამობისთვის კარგად ვარ მომზადებული.

კარინა:

მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიჭი გვეყოლებოდა. ორსულობის პირველ ეტაპზე სულ მარილიანი საკვები მინდოდა, ბევრ მჟავე პომიდორსა და კიტრს ვჭამდი და, როგორც მითხრეს, ეს ბიჭზე ორსულობას ახასიათებს, ამიტომ მეც მჯეროდა ამის. დედაჩემი კი, რომელიც უკრაინაშია და ორსული არც კი ვყავდი ნანახი, სულ ამბობდა, გოგო იქნებაო და პატარა კაბებსაც ყიდულობდა. როცა გავიგე, რომ გოგო გვეყოლებოდა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

რატი:

ამ ყველაფერმა უფრო მეტად დაგვაახლოვა. დარწმუნებული ვარ, შვილი სხვანაირად შეკრავს ჩვენს ოჯახს. ჩვენგან სიყვარული და ზრუნვა არ დააკლდება.

კარინა:

რატი მაქსიმალურად ყურადღებიანი გახდა. სულ იმაზე ზრუნავს, რომ თბილად მეცვას, არ შემცივდეს, რატი უკვე იდეალური მომავალი მამაა…

ცნობილ წყვილთან ინტერვიუს ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ, 8 იანვრის ნომერში გეცნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g