LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აცვია ნიკო ნანიტაშვილს გივი ბერიკაშვილის ნაქონი სამოსი: „მისი წყალი გადმოგვსხმოდეს…“

843
ნიკო და გივი

მსახიობი ნიკო ნანიტაშვილი, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტია, მანანა ბერიკაშვილის სიძეა. ნიკოს მეუღლე ანო მაისურაძეა, რომელიც მანანა ბერიკაშვილის ქალიშვილი გახლავთ.

ნიკო ჟურნალ „გზასთან“ იხსენებს, რა მიიღო საჩუქრად გივი ბერიკაშვილისგან და რატომ ირგებს ხშირად მის სამოსს.

როგორც ვიცი, გივი ბერიკაშვილის სამოსს ხშირად ირგებთ…

დიახ. პაპას დიდი გარდერობი ჰქონდა. სანამ ცოცხალი იყო და აგარაკზე დავდიოდით, ყოველდღიურ სამოსს მაძლევდა, ასევე – გამოსასვლელ პერანგებს, ჟილეტებს, რომლებსაც სიამოვნებით ვირგებდი და დღემდე ვირგებ. მაინც გივი ბერიკაშვილის ნაქონია – მისი წყალი გადმოგვსხმოდეს…

გივი ბერიკაშვილის მიერ ნაჩუქარ აქსესუარებსა თუ სამოსს შორის თქვენთვის განსაკუთრებული რომელია?

მისი ნაჩუქარი საათი და ქამარი მაქვს, რომლებიც განსაკუთრებულად მახსოვს და ჩემს ნივთებს შორის თავისი ადგილი აქვს…

ვიდეო: ნიკო ნანიტაშვილი და ბაბი კირკიტაძე საახალწლოდ ერთად ამღერდნენ

ვიდეო: “დაღამებულხარ ჩემო აპრილო” – ნიკო ნანიტაშვილის, ხვიჩა მაღლაკელიძის და გია ბაღაშვილის შეხმატკბილებული შესრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები