LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის 43% და რატომ არ არის 50… 43% რა ბაზარში ვართ?: სააკაშვილი ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე

83
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივ არჩევნებში ქართული ოცნება 43%-ზე მეტს ვერ მიიღებს, ახალი არჩევნები ინიშნება. აღნიშნულ თემაზე სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

შარლ მიშელის წინადადების თანახმად, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “გაუგებარია, რატომ არის 43 პროცენტი და არა 50%”.

“გაუგებარია, რატომ არის 43 პროცენტი და რატომ არ არის 50? თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა, 43 პროცენტი – რა? ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ყველს ვყიდულობთ, თუ?.. ეს ის თემა არის, რომელიც ჩემთვის არის კითხვა”, – თქვა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, კითხვებს აჩენს საარჩევნო კომისიის წევრების დაკომპლექტების წესი, საიდანაც 9-ს პარტიები ნიშნავენ, 8 კი პროფესიონალიზმის კუთხით შეირჩევა. სააკაშვილი ვარაუდობს, რომ პროფესიული ნიშნით მმართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობილი პირები შეირჩევიან.

“გირჩმა” შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

5- პუნქტიანი დოკუმენტი არ არის იდეალური, მაგრამ ხელი უნდა მოვაწეროთ: ვაშაძე

„ლელო“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს

„ქართული ოცნება“ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს

მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს – უგულავა

პოლიტიკურ სპექტრს ხალხი მძევლად ჰყავს აყვანილი – აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ანტიდასავლურია: ანა დოლიძე

პოლიტიკურ სპექტრს ხალხი მძევლად ჰყავს აყვანილი – აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ანტიდასავლურია: ანა დოლიძე

პოპულარულები