LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის კარგი სამებაში გახშირებული მიწისძვრები: „მამაზეციერს შევევედროთ, თბილისში არ მოხდეს 5 მაგნიტუდის მიწისძვრა!..“

271
თეა გოდოლაძე ფორტუნა

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სამებაში გახშირებული მიწისძვრების შესახებ საკუთარ მოსაზრებას ჟურნალ „სარკესთან“ გამოთქვამს და ამბობს: „სამებაში მიწისძვრების გახშირება კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ენერგია თავისუფლდება და თბილისში დიდი მიწისძვრა შეიძლება, აღარ მოხდეს…“

ამასთან, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ თბილისისთვის ხუთი მაგნიტუდის მიწისძვრა ძალიან პრობლემური გახდება:

„არასოდეს მითქვამს, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ მამაზეციერს უნდა შევევედროთ, თბილისში არ მოხდეს მაგნიტუდა 5-იანი მიწისძვრა! ლისზე, მთაწმინდაზე, ისედაც რღვევაა, ანუ ეს ტექტონიკური ერთეულია, სადაც ხდება მიწისძვრები. უზარმაზარი რეგიონული რღვევა მიდის, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და როდის რა იქნება, კაციშვილმა არ იცის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g