66 წლის შერონ სტოუნმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს სიურპრიზი მოუწყო და დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. მსახიობმა ფოტო გაავრცელა, რომელშიც წელს ზემოთ შიშველი პოზირებს და ისე ხატავს.
„ზოგჯერ, როცა აუზიდან ამოვდივარ, მაშინვე ხატვას ვიწყებ“, – წერს „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი.
„რატომ გამოიყურება 66 წლის შერონ სტოუნი უკეთ, ვიდრე 26 წლის გოგო“, „იდეალური ქალია“, „საოცარ ფორმაშია“, – არ წყდება კომენტარები