საქართველოს ზღვისპირა ქალაქი „ევრონიუსის“ ობიექტივში მოხვდა.
ბათუმს, როგორც ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებას გადაცემა Focus-მა ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც საინტერესოდაა გადმოცემული თუ რატომაა ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულება.
მზის ჩასვლა ბათუმში - შემთხვევით დაჭერილი კადრი, რომელიც აქ დასვენებისკენ გიბიძგებთ (ვიდეო)
წელს, ზაფხულის სეზონზე, ბათუმი ტურისტების რეკორდული რაოდენობის მიღებას გეგმავს
რეპორტაჟში საუბარია ასევე ზოგადად რეგიონში ტურიზმის სწრაფ განვითარებაზე, ტურისტულ პროდუქტებზე, ტრადიციებსა და კულტურაზე.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეარხის გადამღები ჯგუფი ბათუმს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა.
