LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ სძულდა „ჰადე“ და როგორ გამოიყურება დღეს „ლატიფა“ – სერიალ „კლონის“ ვარსკვლავი 52 წლისაა

757
კლონი

მსახიობი ლეტიცია საბატელა უკვე 30 წელია, რაც კინოს სამყაროში ტრიალებს და ძალიან პოპულარულია. 2000-იან წლებში სერიალმა „კლონი“ უამრავი დამწყები მსახიობის ცხოვრება შეცვალა და მათ შორის იყო ლეტიცია საბატელა, რომელმაც სერიალში ლატიფას როლი განასახიერა. არადა თავიდან მას ჰადეს როლზე კასტინგის გავლა ურჩიეს.

90-იან წლებში ლეტიცია პატარ-პატარა როლებით ჩნდებოდა, დიდი წარმატება მას მოუტანა სერიალმა „მსოფლიოს მბრძანებლები“. ამავე პერიოდში ის ანჯელო ანტინიოს გაჰყვა ცოლად და მალევე დაორსულდა. ურთულესი აღმოჩნდა ორსულობისა და მშობიარობის პერიოდი. ლეტიციას ქალიშვილი კლარა 800 გრამი დაიბადა, მის გადარჩენის შანსები ნულის ტოლი იყო, მსახიობმა კლინიკაში 90 დღე დაყო, სანამ გოგონა ბოლომდე არ გამოჯანმრთელდა.

„კლონის“ 47 წლის ვარსკვლავი შეუდარებელ ფორმაშია – „ჰადეს“ უახლესი ფოტოსესია აბაზანიდან

სერიალი „კლონი“ უდიდესი სტიმული აღმოჩნდა საბატელასთვის, რომელიც გარკვეული პერიოდი კინოს ჩამოშორდა, რათა მეტი დრო ოჯახისთვის დაეთმო. ცნობილია, რომ ლეტიციასა და ჯოვანა ანტონელის ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რადგან ის ჰადეს როლზე არ დაამტკიცეს.

2003 წელს ლეტიცია ქმარს დაშორდა. ამ დროს ის საოცრად გაიტაცა მუსიკამ და ძალები სცენაზე მოსინჯა. 2013 წელს მსახიობი ისევ დაქორწინდა, ფერნანდო ალვის პინტუზე, თუმცა წყვილი 2019 წელს განქორწინდა.

ლეტიცია ცნობილია თავისი სკეპტიკური დამოკიდებულებით პლასტიკური ქირურგიის მიმართ, ის ახლა 52 წლისაა და ფანტასტიკურად გამოიყურება.

მისი ბოლო პროექტი 2021 წლით თარიღდება, თუმცა, ამჯერად მსახიობი ახალ პროექტზე, სათავგადასავლო დრამაზე, სახელწოდებით „ანიტა“ მუშაობს.

„ჰადემ“ 20 წლის შედეგ „კლონის“ საკულტო ცეკვა გაიმეორა – „ლუკასის“ რეაქცია ინტერნეტს იპყრობს

„კლონის“ ვარსკვლავები, ჯოვანა ანტონელი და მურილო ბენისიო 18 წლის შემდეგ, ერთად გამოჩნდნენ

სერიალ „კლონის“ ვარსკვლავი, 46 წლის ჯოვანა ანტონელი ულამაზეს თეთრ კაბაში  – მსახიობის უახლესი ფოტოსესია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები