LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უკრძალავს ჯვრისწერას ეკლესია მახო ქვრივიშვილსა და ხათუნა ფეიქრიშვილს: „ადრე ვინმეს რომ ეთქვა, ამ ასაკის კაცს გაჰყვები და მასთან იცხოვრებო, ვეტყოდი, რაღა დროს მაგისი სიყვარულია-მეთქი…“

367
ხათუნა და მახო

მახო ქვრივიშვილის მეუღლე ხათუნა ფეიქრიშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება თავისი სიყვარულის შესახებ. ის და ცნობილი მსახიობი უკვე ხუთი წელია ერთად არიან და როგორც ხათუნა ამბობს, ვერ წარმოუდგენია, რომ მას როდისმე დაშორდება:

„მახოს ორი ჯვრისწერა ჰქონდა ადრე და ეკლესია მესამედ ჯვრისწერას კრძალავს. ყოველ შემთხვევაში, ასე გვითხრეს საპატრიარქოში. ამის გამო ჯვარი ვერ დავიწერეთ, ხელი კი მოწერილი გვაქვს…

მახო სამოცი წლის ხდება. ადრე ვინმეს რომ ეთქვა, ამ ასაკის კაცს გაჰყვები და მასთან იცხოვრებო, ვეტყოდი, რაღა დროს მაგისი სიყვარულია-მეთქი. როგორ ვცდებოდი. საერთოდ არ ემჩნევა ეს ასაკი არც გარეგნობით, არც ქცევით, არც ხასიათით. ყოველი დღე ჩვენთვის სიურპრიზია…“

მალხაზ ქვრივიშვილი: „ჩვენ ერთმანეთი გაჭირვებაშიც გამოვცადეთ, ხათუნა მაგრად დამიდგა გვერდით…“

ვიდეო: „თილისმას ეძახიან, სულ თან დამყვება“ – მალხაზ ქვრივიშვილი და ხათუნა ფეიქრიშვილი სიყვარულის შესახებ საუბრობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები