LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვართ სმარტფონებზე დამოკიდებული და როგორ “ვუშველოთ თავს”

110

ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი სმარტფონებზეა დამოკიდებული, მოუთმენლად ვამოწმებთ შეტყობინებებს და სიახლეებს. მობილურ ტელეფონებს უმეტესი ჩვენგანი პირველადი დანიშნულებით არც იყენებს – ტელეფონში მუდმივად არის ჩართული ინტერნეტი, ერთმანეთს კი სხვადასხვა სოციალური ქსელით ვუკავშირდებით.

აღმოჩნდა, რომ ადამიანების ასეთი დამოკიდებულება ტელეფონზე ფერების ბრალია. ფერადი ეკრანი არ გვაძლევს საშუალებას, გავთიშოთ ტელეფონი და სხვა საქმეზე გადავერთოთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ შეტყობინების მიღების ნიშანი წითელი შემთხვევით სულაც არ არის, წითელი ფერი გონებას აღაგზნებს და გვაიძულებს, მომენტალურად შევამოწმოთ, ვინ მოგვწერა.

დამოკიდებულების შეცვლა კი, თურმე, შესაძლებელია. სმარტფონების ნაწილს აქვს ნაცრისფერი თემა, რომელიც, მართალია, მოსაბეზრებელია, თუმცა გონებას ინფორმაციის „სასწრაფოდ გადამოწმების“ სიგნალს არ აძლევს, ამიტომ სმარტფონისგან თავის დაღწევას მარტივად მოვახერხებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g