LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ მოხვდა ფაჩულია ოლ სტარზე: შანსი ჯერ კიდევ არის

35

1 528 941 ხმა ფაჩულიას და ოლ სტარამდე დაკლებული 1 ნაბიჯი.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 2017 წლის “ოლ სტარის” გამოკითხვაში 1 528 941 ხმა (!) მიიღო და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურანტს ჩამორჩა, თუმცა, გამოკითხვის ახალი ფორმატის თანახმად, მაინც სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.

ქართველი ცენტრი ნბა-ს მოთამაშეებმა და ჟურნალისტებმა დააღალატეს, რომელთაც ზაზას, შესაბამისად, მე-12 და მე-10 ადგილები მიუჩინეს. შედეგად, ფაჩულიას კოეფიციენტი 6.25-ს გაუტოლდა და ის დასავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე აღმოჩნდა.

ცხადია, ეს ქართველი კალათბურთელისთვის მაინც დიდი წარმატებაა, რადგანაც ის კონფერენციაში მხოლოდ დურანტს, კავაინ ლეონარდს, ენტონი დევისს, დემარკუს კაზინსსა და დრეიმონდ გრინს ჩამორჩა, უკან კი მარკ გასოლი, კარლ-ენტონი თაუნსი, ლამარკის ოლდრიჯი და დეანდრე ჯორდანი მოიტოვა.

ზაზას “ოლ სტარში” მოხვედრის შანსი ჯერაც აქვს, თუკი, მას დასავლეთ კონფერენციის გუნდის თავკაცი, რომელიც “გოლდენ სტეიტში” მისივე დამრიგებელი სტივ კერი იქნება, მას სათადარიგოთა შორის დაასახელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები