მთაწმინდის რაიონში, ისტორიულ არეალში მდებარე ორბელიანის მოედნისა და შვიდი მიმდებარე ქუჩის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი მასშტაბური პროექტი დედაქალაქში აქამდე არ განხორციელებულა.
„მთაწმინდის რაიონში ჩვენ დაწყებული გვაქვს ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე შვიდი ქუჩის სრული რეაბილიტაცია. დაახლოებით, მომავალი თვის დასაწყისში
სამუშაოები მთლიანად დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული უბნების განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა. ბევრი თვალსაზრისით, ასეთი მაშტაბური პროექტი დედაქალაქში არ განხორციელებულა. მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, მთლიანად მოხდა რეაბილიტაცია. ამ კონკრეტულ არეალში, 20 შენობა-ნაგებობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აქედან 13 არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება. ეს არის თბილისის ხიბლი, რომლითაც ვამაყობთ. ეს მიდგომა სხვა არეალშიც უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. ახალი ავტოსადგომი და საფეხმავლო ქუჩები - რისი გაკეთება იგეგმება ორბელიანის მოედანზე
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, ორბელიანის მოედანზე გამართა. როგორც თბილისის მერმა პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა, საკანალიზაციო, საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები უკვე განხორციელდა. შემდეგი ეტაპი კი ახალი ავტოსადგომის აშენება და ნაგებობების რესტავრაციაა. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება […]
მისივე თქმით, ორბელიანის მოედნის გარდა, შვიდი ქუჩის და იქ არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა.
„გახსნის ღონისძიებაზე ყველას დაგპატიჟებთ, მთელ თბილისს შეუძლია მოვიდეს და ერთად ვნახოთ როგორი გამოვიდა ეს პროექტი თავისი მხატვრული განათებებით შენობებზე. იქამდე ჩვენ კომუნიკაცია კიდევ გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტით ყველა თბილისელი იამაყებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განხორციელდა, რომელიც, დაახლოებით, 170 ავტომანქანაზეა გათვლილი.
„როგორც ევროპულ ქალაქებშია, ყველაფერი უმაღლეს დონეზე არის გაკეთებული – ადაპტირებული სადგომები, შშმ პირთათვის ლიფტების მონტაჟი, უსაფრთხოების კამერები, სახანძრო უსაფრთხოება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, გარდა ორბელიანის მოედნისა, დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მონაკვეთი წარმოადგენს დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებას: პროცესი კი მაისის ბოლოსთვის დასრულდება.
ორბელიანის მოედანზე უძრავი ქონების ფასი 3-4-ჯერ გაიზრდება - კახა კალაძე
„ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. სხვა მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი უახლოეს მომავალში. ახლა ველოდებით ფურცელაძის ქუჩისა და თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის პროექტირებას, ასევე, გუდიაშვილის ქუჩის, რომელიც სამუზეუმო-საფეხმავლო ქუჩა იქნება. აღნიშნული ქუჩების პროექტირების დასრულების შემდეგ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.