LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეფორმების განხორციელება საქართველოს კიდევ უფრო აახლოვებს ნატო-ს წევრობასთან – სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

95
FORTUNA.GE- (4)

“საქართველო გახლავთ ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას და ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელ შეხვედრას, ჩვენს მიღწევებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და შევაფასებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია შემდგომში.” – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, რადგან სწორედ ეს არის ძირითადი ამოცანა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე:

“შეერთებული შტატები მრავალი წლის განმავლობაში აძლიერებდა პარტნიორობას და მხარს უჭერდა ნატოს გადაწყვეტილებებს, მათ შორის საქართველოს წევრობის საკითხზე. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ პანდემიის მიუხედავად, უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერება. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს დიალოგი, გასულ სექტემბერს შევხვდი პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა განგვეხილა შავი ზღვის უსაფრთხოება. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ გავაფართოვეთ არსებითი პაკეტი და გავაძლიერეთ პრაქტიკული თანამშრომლობა. თბილისში გვაქვს ნატოს სამეკავშირეო ოფისი, ერთიანი წვრთნისა და შეფასების ცენტრში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საზღვაო მიმართულებით. ნატო მხარს უჭერს სანაპირო დაცვას და ველით ამ თანამშრომლობის გაძლიერებას.” – განაცხადა ნატოს მდივანმა.

სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ხოლო რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარი ოკუპრებული ტერიტორიებიდან:

“ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები”.

ორგანიზაციის მდივანმა ასევე პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაფართოვებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი საქართველოს ეხმარება, გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში:

“გასულ წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გავაფართოვეთ, რაც ეხმარება საქართველოს, გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში.

ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციას. პრეზიდენტმა და მე შეხვედრაზე განვიხილეთ ტრენინგები და წვრთნები, ასევე საზღვაო მხარდაჭერის გაძლიერება. დღეს ჩვენ ასევე შევეხეთ უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში და რუსეთის მიერ სამხედრო მშენებლობის გაგრძელებას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.” – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ბოლოს კი აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროგრესი, რომელსაც საქართველო რეფორმების კუთხით განიცდის:

“ეს არის გადამწყვეტი, რადგან პროგრესი რეფორმირების კუთხით უფრო გვაახლოებს ერთიან მიზანთან, ნატო-ს წევრობასთან. ჩვენ დღეს მივმართეთ ასევე მხარდამჭერ მისიას ავღანეთში. საქართველო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო ნატო-ს მისიაში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სამხედროების პროფესიონალიზმს და იმ მსხვერპლს, რომელიც თქვენ გაიღეთ. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დღეს აქ იმყოფებით, თქვენი ვალდებულებისთვის ნატო-სა და ჩვენი პარტნიორობისათვის. ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის.” – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს.

დღესვე პრეზიდენტი იუსტიციის საკითხებში ევროკომისარ დიდიე რეინდერს ხვდება.

 

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

mazda magti 5g