LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault-Nissan-ის ალიანსმა Volkswagen-სა და Toyota-ს აჯობა

41

Renault-Nissan-ის ალიანსი მსოფლიოში უმსხვილესი ავტომწარმოებელლი გახდა. მან ტრადიციულ ლიდერებს, Volkswagen-სა და Toyota-ს აჯობა. ფრანგულ-იაპონურმა ჯგუფმა 2017 წლის პირველ ექვს თვეში 5 268 079 ავტომობილი გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.

კონცერნმა Volkswagen-მა, კი რომელსაც ამჯერად მეორე პოზიცია ერგო, ამა წლის პირველ ნახევარში 5,15 მილიონზე მეტი ავტომობილის რეალიზაცია შეძლო. ფოლკსვაგენის კონცერნის ყველაზე გაყიდვადი ბრენდები Seat და Bentley აღმოჩნდნენ. თავად ფოლკსვაგენის გაყიდვები მხოლოდ 0,3%-ით გაუმჯობესდა, ყველაზე ცუდი შედეგი კი Audi-მ აჩვენა.

გაყიდვების მიხედვით მესამე ადგილი ტოიოტას ერგო – გაყიდული 5 129 000 ერთეული ავტომობილით. მეოთხე პოზიციაზე Hyundai-Kia განთავსდა, რომელმაც ექვს თვეში 2,2 მილიონი ავტომობილის გაყიდვა შეძლო. ლიდერთა ხუთეულს კი PSA Peugeot Citroen-ის ჯგუფი ასრულებს, რომლის რეალიზაციაც 2017 წელს 1,36 ავტომობისლ შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები