LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რენე ზელვეგერი, ჰიუ გრანტი და კოლინ ფერტი „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის თრეილერში

192
რენე ზელვეგერი, ჰიუ გრანტი და კოლინ ფერტი „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის თრეილერში

„ბრიჯიტ ჯონსის“ მეოთხე ფილმის პირველი ოფიციალური თრეილერი გავრცელდა. ფილმის სახელწოდებაა „ბიჭზე გადარეული“ და მასში მთავარ როლებს ისევ რენე ზელვეგერი, ჰიუ გრანტი და კოლინ ფერტი ასრულებენ. ფილმის გმირები პირველი ფილმის შემდგომ საოცრად შეცვლილები არიან და ეს არც არის გასაკვირი. მით უფრო, რომ რენე ზელვეგერი ახლა 55 წლისაა, ხოლო ჰიუ გრანტი და კოლინ ფერტი 64-ის.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ბრიჯიტ ჯონსი საყვარელი ქმრის გარდაცვალების შემდეგ ორ შვილს ზრდის და ახალ სიყვარულს ეძებს. ის, გაცნობის აპლიკაციით, ახალგაზრდა ბიჭს გაიცნობს და მასთან რომანს იწყებს, ფილმში ასევე ჩნდება ჰიუ გრანტი, რომელიც წინა ფილმებში მის შეყვარებულს განასახიერებდა, ასევე კოლინ ფერტი, რომელიც ფლეშბექებში ანუ წარსულის მოგონებებში ჩნდება.

ფილმი გადაღებულია ჰელენ ფილდინგის რომანის მიხედვით. პირველი ფილმი 2001 წელს გამოვიდა. ამ ფილმით ზელვეგერი „ოსკარზე“ იყო წარდგენილი.

„ბრიჯიტ ჯონსი 4”-ის პირველი პოსტერი გავრცელდა – პრემიერა ვალენტინობის დღეს დაინიშნა

ასაკში, მაგრამ იგივე შარმით – რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის გადაღებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები