რომში, The Space Cinema Moderno-ში „ბრიჯიტ ჯონსის” ახალი ფილმის პრეს-ტური გაიმართა, რომელსაც მთავარი როლის შემსრულებელი, რენე ზელვეგერი მასპინძლობდა. 55 წლის ლამაზმანი ბრწყინავდა შავი ფერის ხავერდის კომბინეზონში, რომელიც ულამაზესი ვერცხლისფერი დეტალებით იყო გაფორმებული, ანსამბლს რენემ სადა ვარცხნილობა და ვერცხლისფერი მაკიაჟი შეუხამა.
რენე პრეს-ტურზე შეუერთდნენ მის კოლეგები ფილმიდან, ლეო ვუდალი და ჩივეტელ ეჯიოფორი, ასევე რეჟისორი მაიკლ მორისი.
შეგახსენებთ, რომ ჰელენ ფილდინგის მეოთხე წიგნის „ბრიჯიტ ჯონსი: ბიჭზე შეშლილის“ სიუჟეტის მიხედვით, მარკის ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი გარდაიცვლება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, რის შემდეგაც „ბრიჯიტ ჯონსი” მარტოხელა დედა ხდება.
„დიორის“ თრენჩი და „ლაბუტენის“ ფეხსაცმელი – რენე ზელვეგერი „ბრიჯიტ ჯონსის“ მორიგ პრემიერაზე
რენე ზელვეგერი „ბალმეინის“ ვარდისფერ კაბაში და ნიშნობის ბეჭდით „ბრიჯიტ ჯონსის“ პრემიერაზე