LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებს მოთხოვნები გააცნეს – მოვედით ხალხი, რომელმაც საუკუნეების წინ, კაცობრიობას ლითონის დამუშავების საიდუმლო უბოძა…

161
ფორტუნა - 2023-04-30T211524.892

რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე სახელწოდებით -“მოვდივარ”, ორგანიზატორებმა საკუთარი მოთხოვნები დაასახელეს.

აქციის მონაწილეებს ზაზა პაპუაშვილმა რეზიუმეს სახით წერილი გააცნო.

როგორც ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა, წერილში არის გზავნილები, ჩამოყალიბებულია მათი პოზიციები, რის გამოც დღევანდელ აქციაზე შეიკრიბნენ.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მოვდივარ! ჩვენი ქვეყანა! ჩვენი სამშობლო! ჩვენი საქართველო!

რა გინდათ?! რა დაგიშავათ ამ დალოცვილმა მხარემ?! რევოლუციის დაანონსება, ხელისუფლებების ძალადობრივი გზით ცვლა, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, დამცირება და შეურაცხყოფა, უმადურობა და ვანდალიზმი, დაუსაბუთებელი სანქციები, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება და პოლარიზაცია, მუდმივი რყევა და სიმშვიდის დასამარება, „მეხუთე კოლონის“ პარპაში, დანიშნული ცრუ „ელიტა“, უპრინციპო და ანგარებიანი პოლიტიკოსები, მოსყიდული მედია, ფსევდო სამოქალაქო სექტორი და ეს ყველაფერი ქართველი ხალხის სახელით. ეს უკვე ვნახეთ!!! ეს საგანგაშოა!!! ეს აღარ მოხდება!!!

ზაზა პაპუაშვილი: ნურავის მოუვა აზრად, ჩვენი ქვეყნის დაკოდვა, გამოშიგვნა და გადასხვაფერება

„არ შეიძლება საზოგადოება გარიყული იყოს რაღაც თემებიდან და ის ანგარიშგაწეული არ იყოს.“

ჩვენს უკან შვილები, ოჯახები, საქართველოა!!! მოვედით, რათა ყველას გავაგონოთ, რომ ვართ ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც ათასწლეულებს ითვლის! მოვედით ხალხი, რომელმაც საუკუნეების წინ, კაცობრიობას ლითონის დამუშავების საიდუმლო უბოძა… მოვედით, იმ წინაპრის შთამომავალი, კაცობრიობიდან პირველმა, ვაზისგან ღვთაებრივი სასმელი რომ დაწურა და მას სახელად ღვინო დაარქვა… ქართული პოლიფონია, ცეკვა და სუფრის ტრადიცია კი მთელ მსოფლიოში განუმეორებელი მოვლენაა. მოვედით, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერებისა და სამი ანბანის მქონე ერის შთამომავალნი… მოვედით, როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყნის შვილები…

მოვდივართ ქვეყნიდან, რომელიც დევნილს მასპინძლობას უწევდა და მათ რელიგიურ და ეროვნულ კუთვნილებას არ განასხვავებდა. ჰკითხეთ ჩვენს ებრაელ, სომეხ, აზერბაიჯანელ მეგობრებს, ან ახლახან, თავშესაფრის მიმღებ უკრაინელებსა და რუსებს – როგორი ქვეყანაა საქართველო? და პასუხს როცა მიიღებთ, დაფიქრდით… ქართული ფენომენი რამდენიმე ათასწლეულს ითვლის და ბევრისთვის დღესაც საიდუმლოდ რჩება, თუ როგორ მოვახერხეთ გადარჩენა და იდენტობის შენარჩუნება…

100,000 მოწამის ქვეყანას ქრისტეს სანთელი საუკუნეებია უღალატოდ და ჩაუქრობლად უჭირავს. საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ერთ-ერთმა პირველმა აღიარა და უკვე მე-4 საუკუნეში სახარება ქართულად ითარგმნა. ეს ჩემი ქვეყანაა!

ფიზიკური განადგურების ზღვარზე ხშირად ვყოფილვართ… და მაინც მკვდრეთით აღვდგებოდით, ვმღეროდით, იმედით და რწმენით ერთმანეთს ვამაგრებდით. ქართველი სამშობლოს ვალს არასდროს ივიწყებდა და მაინც შევძახებდით: „ჩემო კარგო ქვეყანავ“ „ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო“ „არწივი ვნახე დაჭრილი“ „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა“ „ისმინე სწავლის მძებნელო“ „მირბის მიმაფრენს“ „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს“ „ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ“.

აი, ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო! და გეკითხებით: გასაკვირია განა დედის, ოჯახისა და ქვეყნის სიყვარული?! გასაკვირია სამშობლოს გამო ღელვა და წუხილი?!

ჩვენ გვესმის ამ გამოწვევის, ამ ბრძოლის არსი. ეს ბოროტის და კეთილის საუკუნოვანი ბრძოლაა! ეს ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლაა! ღმერთი არ მარცხდება! ღმერთი იმარჯვებს! ჩვენი არჩევანი საუკუნეების წინ, ღმერთის, სიკეთის და სიყვარულის სასარგებლოდ გავაკეთეთ. მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ! ყველა ნორმალური ქვეყნის ლიდერები თუ ჩვეულებრივი ადამიანები საუბარს იწყებენ და ასრულებენ სიტყვებით: ღმერთო დაიფარე ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანაო! თურმე საერთოც გვქონია – ჩვენც ასე ვამბობთ: ღმერთო, დაიფარე ქართველი ხალხი და საქართველო! ჩვენ ვართ მშვიდობიანი ერი! ჩვენი ნებაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს! როგორც უწმინდესმა თავის სააღდგომო ეპისტოლეში ბრძანა: „იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისთვის“ ჩვენ ევროპული თანამეგობრობის წევრობა იმისთვის გვსურს, რომ ქართველი ერი სიღარიბეს დაუსხლტეს და საკუთარ სამშობლოში უკეთესი განათლება, ჯანდაცვა და შრომის ღირსეული ანაზღაურება მიიღოს.

გიორგი ზერეკიძე - გახსოვთ, 14 წლის ბიჭს „ნაციონალების“ ბანდა როგორ დამიპირისპირდა, მაგრამ აქ არ მოვსულვარ რევანშისთვის

დღეს მე ვხედავ საშიშროებას, რომ ისინი უცხო ქვეყნიდან თავიანთ პარტნიორებთან ერთად, დაბრუნდნენ და ისევ ისე დაატერორონ საქართველო, როგორც ამას 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ.

გვსურს, რომ ჩვენი პენსიონერები, მრავალწლიანი შრომის და გარჯის შემდეგ, ცხოვრებას ლაღად და ღირსეულად აგრძელებდნენ, ისე, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. ევროკავშირის წევრობის დაპირება ქვეყნის შანტაჟის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს! ჩვენ არ მოგვწონს ევროპული ღირებულებების და იდეების დეგრადაცია, რაც დღეს ევროპაში ხდება. იმის ნაცვლად, რომ ეროვნული სახელმწიფოს შენებაში დაგვხმარებოდით, ყალბი ღირებულებების თავზე მოხვევით რაც გვაქვს იმის დანგრევას ცდილობთ. დღეს საქართველო დაჭრილია, ტრავმირებულია, მისი სხეულის ნაწილი ოკუპირებულია. ჩემი გენი, ჩემი სისხლი და ხორცი მავთულხლართს იქით მოექცა. ყველამ იცოდეს, რომ სოხუმი და ცხინვალი ერთიანი საქართველოს ღია ჭრილობაა. ეს არის ჩვენი მთავარი საწუხარი და ამას უნდა ვუშველოთ! შერიგება და ქვეყნის გამთლიანება ერთიანი ღირებულებითი და კულტურული სივრცის გარეშე შეუძლებელია. ეს ურთიერთობები ორმხრივია!

ჩვენც გვაქვს პირობები და მოთხოვნები და ახლა პირდაპირ გეტყვით, რა ფასის გადახდაზე არ ვართ თანახმა: ჩვენ არ ვიტყვით უარს ღმერთზე და არ დავიწყებთ მისთვის „კორექტული“ გენდერული იდენტობის შერჩევას! ჩვენთვის დედა იქნება დედა, მამას კი ისევ მამას დავუძახებთ – ყოველგვარი ნუმერაციის და XY- ის გარეშე! ჩვენთვის ოჯახი იქნება მამაკაცის და ქალის კავშირი; ჩვენ არ დავუშვებთ ბავშვების და ახალგაზრდების გაუკუღმართებული გენდერული დისციპლინებით მოწამვლას და მათ იდეოლოგიურ დამუშავებას.

ჩვენ სიცოცხლის მომხრენი ვართ და უარს ვამბობთ იმ კაცთმოძულე დღის წესრიგზე, რომელიც შობადობას ამცირებს და ქართველი ერის გაქრობას უწყობს ხელს. ჩვენ ვართ მშვიდობის, ვაზის, ხელოვნების, ლხინის, სიყვარულის და სრულფასოვანი სიცოცხლის კულტურის შვილები და ამიტომაც, უარვყოფთ ყველაფერს, რაც სიკვდილის კულტივირებას უკავშირდება: აბორტები; ლგბტ პროპაგანდა; ნარკოტიკები; ქალის ოჯახისგან მოწყვეტის სპეცპროექტები; ევთანაზია და სხვა.

და თუ თქვენ, შეეცდებით ჩვენს გადაკეთებას, ჩვენთვის უცხო და მიუღებელი ქცევის შაბლონების თავს მოხვევას, ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ადათის წაშლას, მიუღებელი ქცევის წესების დანერგვას, იცოდეთ, თქვენ საქართველოსაც დაკარგავთ და საკუთარ თავსაც! საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა! მიიღეთ ისე, რომ მისი მადლი სულ ოდნავ მაინც თქვენზეც გადმოვიდეს! გაიგებდით, არ ცოდნა, არ ცოდვაა; ოდესღაც ალბათ ეს ასეც იყო, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც პლანეტაზე დრამატული პროცესებია, რომლის გეოპოლიტიკურმა ტექტონიკამ შეიძლება მოსპოს ეროვნული სახელმწიფოები და ერებიც კი, შენ არ გაქვს უფლება, შენი უცოდინარობით, აგრესიული ქმედებებით საკუთარი ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენო!

ერთია, როდესაც შეცდომას, რომელიც ხშირად დანაშაულზე მეტია, ახალგაზრდა, გამოუცდელი ადამიანი უშვებს, მაგრამ გაცილებით მძიმეა, როცა ახალგაზრდების გულწრფელობას და მათ სასიცოცხლო ენერგიას პოლიტიკანები და უცხოეთიდან დანიშნულ-დაფინანსებული ცრუ „სამოქალაქო აქტივისტები“ იყენებენ. ამაზრზენია, როდესაც თითქოს განათლებული ადამიანი, სატელევიზიო ეთერში ომის პროპაგანდას ეწევა და გვარწმუნებს, რომ ზოგჯერ, მშვიდობაზე მეტად, მას ომი უნდა სწყუროდეს! და ასეთ შემთხვევაში ვიღებთ მძიმე სურათს, როდესაც ენერგია, რომელიც ქვეყნის და საკუთარი თავის განვითარებისთვის და ბედნიერებისთვის არის ბოძებული, იხარჯება ქვეყნის დაქცევისა და თვითგანადგურებისთვის!

თუ რამე მისახედია ჩვენს ქვეყანაში ეს განათლების სისტემაა! უცხოეთიდან ნაკარნახებმა რეფორმებმა არ გაამართლა და საქართველოში განათლების დონე უმოწყალოდ ეცემა. ჩვენი შვილების უმრავლესობა სკოლებში ვეღარ იღებს ფუნდამენტურ განათლებას, სისტემა ზედაპირული ცოდნის და უნარების ათვისებაზეა მომართული. უმაღლესი კლასის სპეციალისტების გამოშვება იშვიათი მოვლენაა. ეს ქვეყანას ძვირი უჯდება და მომავალში უფრო ძვირი დაუჯდება. ზოგიერთ უნივერსიტეტში ნეოლიბერალური იდეოლოგიით ინდოქტრინაცია მიუღებელია. ეს უნდა შეიცვალოს! საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია. აუცილებლად მიგვაჩნია, დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად ქმედითი ზომები გატარდეს.

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ლეგიტიმაცია უკვე აღარ აქვს. მათ შორისაა პრეზიდენტიც. ქალბატონო პრეზიდენტო, ნუთუ ვერ ხვდებით იმას, რომ თქვენ აღარ ხართ იმ ხალხის ინტერესების გამომხატველი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, თქვენს მხარდასაჭერად ორჯერ გავიდა არჩევნებზე?! ჩვენ აგირჩიეთ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობის გარანტი ყოფილიყავით. თქვენ კი კრიტიკულ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთი დაასხით და სიმშვიდის ნაცვლად საზოგადოებაში შფოთი შემოიტანეთ. თქვენ საკუთარ ამომრჩეველს უღალატეთ და არაადეკვატური, ქვეყნისთვის დამანგრეველი, დესტრუქციისთვის ხელოვნურად შექმნილი ძალების მხარეს დადექით! და ამიტომაც უნდობლობას გიცხადებთ! ჩვენგან ლეგიტიმაცია თქვენ აღარ გაქვთ! აქედან გამომდინარე, ლეგიტიმაციის არმქონე პოლიტიკოსებს, ცრუ არასამთავრობო სექტორს და გაყიდულ მედიას მომავალს ვერ ვანდობთ! აღარ გენდობით!!! გადაწყვეტილებას ქვეყნის მომავალზე მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი უნდა იღებდეს! დღეს, კაცობრიობის ეპოქალური ტრანსფორმაციის პერიოდია. მას ჩვენთვის ბევრი საფრთხე მოაქვს, მაგრამ ასევე მოაქვს შესაძლებლობებიც. ჩვენი ვალია, დიდი ილიას მთავარი პრინციპი: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ აღვასრულოთ!

ჩვენი სურვილია, საქართველოში პლებისციტური დემოკრატია დამყარდეს, რადგან პლებისციტური დემოკრატია სახალხო დემოკრატიის უმაღლესი ფორმაა. პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს, პლებისციტის გზით, აზრის გამოხატვის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ. ანუ ქვეყნის ცხოვრებაში საზოგადოების როლი და ჩართულობა გადამწყვეტი უნდა გახდეს.

აი, ახლა კი ჩვენი მოთხოვნები!

1. ხელისუფლებისგან ვითხოვთ: კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციისა! ჩვენ კანონის წინაშე არავის პრივილეგიებს არ ვცნობთ!

2. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ.

3. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან 2004-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს.

4. ხელისუფლებამ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს, სიღარიბეს აღმოფხვრის.

5. ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას და კატეგორიულად მოვითხოვთ, შიდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას. მხარეთა შორის ურთიერთობები პატივისცემას და პარტნიორობას უნდა ეფუძნებოდეს.

6. დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება. შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში.

7. დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს.

8. ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს“, – აღნიშნულია წერილში.

ზურა ხაჩიძე:„მიუხედავად ცუდი ამინდისა, ხალხი მოდის… აქციით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოუკიდებელი, ურყევი ნება, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g