LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რამდენიმე ხანში გვექნება საბოლოო დასკვნა” – ჯანდაცვის მინისტრი

139
BeFunky-collage - 2023-04-02T015837.192

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რამდენიმე ხანში გვექნება საბოლოო დასკვნა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრო იღებს სრულ პასუხისმგებლობას მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული მედპერსონალის დასაქმებაზე და მათთვის, მინიმუმ, დღევანდელი ანაზღაურების გადახდაზე, რაც ხელშეკრულებებით და ყველანაირად გარანტირებული იქნება, რაც, მისი აზრით, იდეალური შეთავაზებაა.

აზარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კლინიკაში იგეგმებოდა ბავშვთა ონკოლოგიის დამატება, მაგრამ ისრაელიდან ჩამოსულმა დელეგაციამ რამდენიმედღიანი დათვალიერების შემდეგ კლინიკის ამ პირობებში პროცესში ჩართვაზე კატეგორიული უარი თქვა და პირდაპირ მიუთითა, რომ აუცილებელი იყო სრული რეკონსტრუქცია და ახალი შენობის აშენება.

„მე ვთხოვდი მეგობრებს და კოლეგებს, რომ დაველოდოთ ამ დასკვნებს. წინასწარ ხმაურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ დასკვნების საფუძველზე უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, რა კლინიკა უნდა აშენდეს, რა მოცულობის. პირველადი შეფასებით და დასკვნით, რაც გვაქვს, შეიძლება წინა ნაწილის მხოლოდ საოფისედ გამოყენება, თვითონ კლინიკის და ექიმების საოფისე ფართებად შეიძლება, გამოგვეყენებინა და მეორე ნაწილი სრულ დემონტაჟს ითვალისწინებდა.

ეს დასკვნები როცა იქნება, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და ხარჯეფექტურობაა აქ ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენად მიზანშეწონილია, ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ 50 წელზე მეტხნიან შენობაში, სადაც, მინიმუმ, 25-30-წლიანი ინვესტიცია უნდა იყოს და მოგეხსენებათ, რა ვადებამდე ავდივართ. ასევე, ვადების ნაწილშიც გაცილებით მეტი დრო დასჭირდება ამის რეკონსტრუქციას, თან გაცილებით მეტ თანხასთან ერთად. მიზანშეწონილობაზე და ხარჯეფექტურობაზე ყველა ამ დასკვნის გაკეთების შემდეგ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ხელმძღვანელი პირების გადადგომას ითხოვენ

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარება გაურკვეველი და დაძაბულია“ – კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს სამუშაო ადგილი და ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ“ – ჯანდაცვის მინისტრი 

აზარაშვილი: რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ

ირაკლი ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, მღელვარების საფუძველი არ გვაქვს 

magti 5g