LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკური საავადმყოფოს შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

146
coronavirus4

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, გუშინ შვიდ პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, კორონავირუსზე ყველა პასუხი ნეგატიური იყო. ხვალ დილისთვის საავადმყოფო კიდევ 17 პაციენტის ტესტის პასუხს ელის. კლინიკაში ამ ეტაპზე არც ერთი ინფიცირებული არ იმყოფება.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 46 პაციენტია დაკვირვების ქვეშ, რომელთა მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, თუ არ ჩავთვლით ერთ პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელიც აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას. ეს არის მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი მძიმე სუნთქვის უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით, სეპტიური შოკით და რაც მთავარია, მძიმე თანმხლები დაავადებებით. თუმცა ამ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა მკურნალობის ფონზე.”- აცხადებს გოფოძე.

გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, მწუხარება სიხარულით შეიცვლება: ილია მეორე

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, მათი რიცხვი ბოლო რამდენიმე საათია, არ შეცვლილა. საქართველოში ამ ეტაპზე, კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული.

საკარანტინო რეჟიმში 4695 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა

განცხადება ცოტა ხნის წინ მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები