LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორატორები მთავრობას: თუ კარგად არ მოიქცევი შოკოლადს არ მოგიტან, ასე ბავშვებს ესაუბრებიან, ნონსენსია ეს

63
shotaburjanadze

პრემიერ-მინისტრის და ეკონომიკის მინისტრის განცხადებებს, რომ რეგულაციების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ვეღარ მიიღებს, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლი შოთა ბურჯანაძე ასე ეხმაურება: „ჩემთვის ესაა ლირიკა, თუ კარგად არ მოიქცევი შოკოლადს არ მოგიტან, ასე ბავშვებს ესაუბრებიან, ნონსენსია ეს“.

ბურჯანაძის თქმით, თუ 15 თებერვლის შემდეგ, მთავრობა ეპიდვითარების გათვალისწინებით, რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს, რესტორნები დაუმორჩილებლობას მიმართავენ. როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლმა განაცხადა, მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეებში მუშაობა რესტორნებისთვის დიდი სარგებლის მომტანი არაა.

რესტორნებმა გადაწყვეტილება შეცვალეს: აღარ გაიხსნებიან

„მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება ყინულის გალღობაა"

„მთავრობის გადაწყვეტილება იმ უფსკრულის ამოსავსებად გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საზოგადოებას, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის “ლოქდაუნის” შედეგად შეიქმნა. გადავწყვიტეთ, რომ შაბათს არ გავიხსნებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სარესტორნო ბიზნესისთვის 15 თებერვლიდან გარე სივრცეების გახსნა დიდი ან მცირედი დადებითი იმპულსის მომტანი იყოს. ეს პროცესი რესტორნების უმრავლესობისთვის ამ ამინდში დიდი სარგებლის მომტანი არაა. ეს გადაწყვეტილება ძალიან მინიმალურია, მაგრამ მე უფრო ვაფასებ საზოგადოებისთვის გადადგმულ ნაბიჯს, რაც ტრანსპორტს, სკოლების გახსნას შეეხება“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე განმარტებით, დაუმორჩილებლობის აქტი გადაიწევს რამდენიმე კვირით, თუ ხელისუფლება, შესაბამისი რეგულაციების ფარგლებში, 15 თებერვლის შემდეგ, რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს. „თუ ხელისუფლება, როგორც აქამდე ყრუ იყო, სიყრუეს გააგრძელებს, რეაქციას მიიღებს“, – დასძინა ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g