LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორატორთა ასოციაცია „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას ითხოვს: „კონცეფციამ არ გაამართლა, ვითარება არ გაუმჯობესებულა“

130
italy-prepares-to-expand-covid-green-pass-1636554817

„რესტორატორთა ასოციაცია“ „მწვანე პასპორტების“ გაუქმების მოთხოვნით დღეს მთავრობას მიმართავს. ასოციაციის პრეზიდენტის კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, „მწვანე პასპორტების“ კონცეფციამ არ გაამართლა და იმ ფონზე, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი აუცრელია, სარესტორნო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საკითხზე მან „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„მე-13 დღეა, რაც საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედაა, ვითარება კი არ გაუმჯობესებულა. ყველა მიმართულებით ციფრები უცვლელია – სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია, აცრის ტემპი დაბალი. რესტორნებს თუ დავკეტავთ ეპიდემიას დავამარცხებთო, ამბობდნენ, ამ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ შედეგი არ აქვს. რესტორნები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, უამრავი დაიკეტა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა რესტორანი ანახევრებს პერსონალს. რეგიონებში არსებულ რესტორნებს რაც შეეხება, იქ უარესი სიტუაციაა“,- აღნიშნა კოტე გაბრიჩიძემ “ბიზნეს ფორმულას” ეთერში.

შეგახსენებთ, 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g