LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორნების თვითნებურად გახსნის შემთხვევაში, კანონიერ ზომებს გამოვიყენებთ – ცქიტიშვილი

73
146096457-211150527369046-5549273603355650538-n

ვიცე პრემიერ-მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქება დამოკიდებულია არა მთავრობის, რესტორატორების ან რომელიმე სხვა სფეროს წარმომადგენლების ნებაზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

როგორ ცქიტიშვილი განმარტავს, რესტორნების თვითნებურად გახსნის შემთხვევაში გამოყენებული იქნება მსგავსი შემთხვევისთვის დადგენილი კანონიერი ზომები.

„ყველამ ერთად პატივი უნდა ვცეთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას, პირველ რიგში და უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც არ შეესაბამება იმ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და შესაბამისად რისკების შეფასებას, გამოიწვევს ვირუსის გავრცელების ზრდას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან მიღებული იქნება ის ზომები, რაც არის გათვალისწინებული დღეს ასეთი ტიპის დარღვევების შემთხვევაში. არის დადგენილი დაჯარიმება, მეორე დარღვევის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც არის გათვალისწინებული ანუ ყველა ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ჩვენ დღეის მდგომარეობით გვაქვს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სუბიექტის მიმართ, ეს იქნება მოქალაქე თუ იურიდიული პირი, გამოყენებული იქნება“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საბავშვო ცენტრები მრავალდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დაუმორჩილებლობაზე გადადიან და ბიზნესებს თვითნებურად გახსნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g