ბიანკა სენსორი და კანიე უესტი მცირე პაუზის შემდეგ ერთად გამოჩნდნენ. წყვილი კინოთეატრში მიემართებოდა. ამჯერად ეპატაჟურმა სენსორიმ ნაკლებად გამომწვევი „ლუქი“ მოირგო, მას მოკლე შავი შორტი და ცისფერი მაისური ეცვა. რაც შეეხება კანიეს, ის შავ სამოსში იყო გამოწყობილი.
ცნობისთვის, გასულ კვირას ბიანკას ფოტოებმა საზოგადოება კვლავ შოკში ჩააგდო. მედიის ცნობით, ჰიპ-ჰოპ არტისტმა საყვარელ ქალს ვერცხლისფერი ბოდეთი, გამჭვირვალე, რეზინის ბურთში პოზირება აიძულა.
„რეზინის ბურთში დამწყვდევის შემდეგ, სუფთა ჰაერზე გამოიყვანა“, – ასე აფასებენ წყვილის უახლეს გამოჩენას.
მედია იუწყება, რომ ბიანკა ყოველი ეპატაჟური „ლუქის“ სანაცვლოდ, მეუღლისგან თანხას იღებს. ქორწინებიდან დღემდე მან უკვე 3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ცნობილი ხდება, რომ ბიკინით გამოჩენაში სენსორიმ 100 000 $ აიღო. „გრემის“ წითელ ხალიჩაზე ბიანკას სრულად შიშველი გამოსვლა კი კანიეს 120 000 $ დაუჯდა.






