“ბევრი ვისაუბრე უკვე ოპოზიციაზე, ამიტომ ნამდვილად, ოპოზციის ამ განცხადებას კიდევ აღარ ვუპასუხებ, რადგან ვფიქრობ, რომ მათი ქმედებები ამ ბოლო დღეების განმავლობაში იყო სრულიად უპასუხისმგებლო,”- ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ჟურნალისტის შეკითხვის იმის თაობაზე, უშლის თუ არა მთავრობა ხელს არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მისაღებ რეზოლუციაში სანქციების შეტანას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტი იყოს ერთიანი.
“მნიშვნელოვანია, რომ საერთო მიდგომა იყოს ცალსახა, როცა საკითხი ეხება კონფლიქტის დარეგულირებას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სუვერენიტეტის განმტკიცებას, ისეთ მძიმე ფაქტებს, როგორიც არის ჩენი მოქალაქეების მკვლელობა და ასე შემდეგ, მაგრამ დაველოდოთ, რა რესურსს გამოზებნის ოპოზცია, იმისათვის რომ იყოს შესაბამისი იმ საჭიროებების რომელიც დღეს უდგას ქვეყანას.
ვფიქრობ უმრავლესობა აწარმოებს მოლაპარკებებს და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპების შესაბამისად, რეზოლუციაც რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს ნანახი, არის ძალიან პრინციპული, კონკრეტული და მოიცავს ბევრ ასპექტს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით პოზიციის დასაფუიქსირებლად, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ქართული პარლამენტის დ პოლიტიკური სპექტრის ხმის მისაწვდენად,”- განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ბევრი ასპექტია, რომელზეც საჭიროა მსჯელობა, მათ შორის სამართლებრივი, პოლიტიკურიც, მე ვიცი რომ ეს მსჯელობა, დებატები მიმდინარეობს და ვნახოთ რა იქნება საბოლოო შედეგი.