LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას შემდეგ ჯასტინ ბიბერი – არტისტი ინდოელი მილიარდერის ვაჟის წინა საქორწილო წვეულებაზე ჩავიდა

230
justinbieberindia_1720327499951_1720327511764

ყველასთვის მოულოდნელად, ჯასტინ ბიბერი სცენაზე მასშტაბური პერფორმანსით დაბრუნდა. კანდელი მომღერლის კონცერტი ინდოეთში გაიმართა. სანახაობა ანანტ ამბანისა და რადიკა მერჩანტის მორიგ წინა საქორწილო, დახურულ წვეულებაზე შედგა.

აღსანიშნავია, რომ ეს ის წყვილია, რომელმაც მარტში, კერძო შოუსთვის, რიანა დაიქირავა.

რიანას ახალი რეკორდი და პირველი პერფორმანსი ინდოეთში

ბარბადოსელი ლამაზმანის მსგავსად, 30 წლის არტისტსაც სოლიდური ჰონორარი გადაუხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯეი თიმ საღამოსთვის, 10 მილიონი დოლარი მიიღო.

აღმოჩნდა, რომ აზიის უმდიდრესი ადამიანის, მუკეშ ამბანის ვაჟის ქორწილი ჯერ არ შემდგარა. ცერემონიალი ოფიციალურად, 14 ივლისს გაიმართება, შეუღლებამდე კი წყვილი სტუმრებს, გრანდიოზული პრე-ფართებით ანებივრებს.

ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ,,ჯასტინ ბიბერი ისეთი ბედნიერი როგორიც იმ საღამოს იყო, დიდი ხანია არ უნახავთ“.

2022 წლის სექტემბრის შემდეგ, ჯასტინ ბიბერს მსმენელისთვის გრანდიოზული წარმოდგენა არ შეუთავაზებია. ის ინდოეთში მეუღლის გარეშე ჩავიდა. ჰეილი ბიბერი ორსულობის მეშვიდე თვეშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები