LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჩარდ გირისა და ალეხანდრა სილვას მოწიფულ ასაკში ნაპოვნი სიყვარული – წყვილის ზრუნვით აღსავსე ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

183
page

რიჩარდ გირი და მისი მეუღლე, ალეხანდრა სილვა, მადრიდში გამართულ, მათი ახალი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, What Nobody Wants To See პრემიერაზე გამოჩნდნენ.

76 წლის მსახიობს ელეგანტური კოსტიუმი, თეთრი პერანგი და თანამედროვე სტილის შავი სპორტული ფეხსაცმელი ახალგაზრდულ იერს სძენდა. 42 წლის ალეხანდრაც კლასიკურ ორეულში იყო გამოწყობილი. წითელ ხალიჩაზე ისინი ერთმანეთს საოცარი სითბოთი და მზრუნველობით ეპყრობოდნენ. სილვა საყვარელ მამაკაცს კაშნეს უსწორებდა.

წყვილმა, რომელმაც ქორწინების შემდეგ ესპანეთში გადასახლება გადაწყვიტა, ახალი ფილმის შექმნით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სოციალურ საკითხებზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას. დოკუმენტური ნამუშევარი მიზნად უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მიმართ საზოგადოების თანაგრძნობის გაძლიერებას ისახავს.

ფოტო: სიყვარული ყველა მიხრა-მოხრაში – 76 წლის რიჩარდ გირი 34 წლით უმცროსი მეუღლით აღფრთოვანებულია

75 წლის რიჩარდ გირი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მადრიდის 12 მილიონიან სახლში გადავიდა

75 წლის რიჩარდ გირი შეყვარებულია – მსახიობი 41 წლის მეუღლესთან ერთად უბედნიერესი ჩანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები