LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს მხარდაჭერა, ვიყო საერთო კანდიდატი“ – „ლელოში“ შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს

138
ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ ლიდერები ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კონსულტაციებს მართავენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, გარდა შიდა კონსულტაციებისა, ისინი მოლაპარაკებებს სხვა პარტიებთანაც აწარმოებენ, თუ როგორი იქნება მათი საერთო სამოქმედო გეგმა.

„ლელოს“ ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას, ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიასა და პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს ელოდებიან.

„ჩვენ გვაქვს შეხვედრა პარტიაში, რომ დავგეგმოთ წინასაარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით. ვისაუბრებთ საარჩევნო გეგმებზე. როგორ ვმოქმედებთ, როგორ ვაძლიერებთ ინფრასტრუქტურას.

როგორ ვემზადებით შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში. გვაქვს ოპოზიციონერ კოლეგებთან საუბარი დღეს და ხვალ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს მხარდაჭერა, რომ ვიყო საერთო კანდიდატი.“ – განაცხადა მედიასთან ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერისა და პარტია „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიას გუნდი, რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატები შეუწყვიტა, რის შემდეგაც პარტიაში განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

ამავე თემაზე:

ვოლსკი: რუსთავის საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება, ჯაფარიძის მსგავსი განაჩენის ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს

მიქანაძე ბადრი ჯაფარიძეზე: რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება

mazda magti 5g