„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი, ევროკავშირის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით Twitter-ზე წერს, რომ „ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო“.
შალვა ხაჭაპურიძე – მიხეილ სააკაშვილის წონა 60 კგ-ს მიუახლოვდა
„ევროკავშირის ოფიციალური პირები: პოლონურ სამედიცინო ჯგუფს სააკაშვილთან წვდომის უფლება მიეცა. ჯერ უცნობია, როდის გაემგზავრებიან ისინი საქართველოში. და ეს არ ეხება ყოფილი პრეზიდენტის პოლონეთში ან სხვაგან გადაყვანას“, – ნათქვამია რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებაში.
EU officials: a ?? medical team has been granted access to #Saakashvili. No date yet when they will travel to #Georgia. and this is NOT about a transfer of the former President to Poland or elsewhere.— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) March 16, 2023