LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო გაიკეთა ცხვირის ოპერაცია მარინა კახიანმა: „აპრეხილი ცხვირი მქონდა და ნერვები მეშლებოდა…“

747
მარინა კახიანი

მარინა კახიანი ჟურნალ „სარკესთან“ (26 მარტის ნომერი) იხსენებს, რატომ გადაწყვიტა ცხვირის ოპერაციის გაკეთება ახალგაზრდობისას:

„ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ცხვირის ოპერაცია გავიკეთე. აპრეხილი ცხვირი მქონდა და ნერვები მეშლებოდა, როდესაც რუსულად მესაუბრებოდნენ ქუჩაში. ღია ფერის თმა მქონდა, თვალები – ჭრელი, ცხვირი – ცოტა აპრეხილი და ყველას რუსი ვეგონე. ხშირად რუსულად მომმართავდნენ, რაც მაღზიიანებდა.

ცემი მთავარი რეპეტიტორი გახლდათ რეზო მაღალაშვილი, რომელიც საერთაშორისო ფესტივალისთვის გვამზადებდა მე და თავის შვილს,ნუკრი მაღალაშვილს. როცა ბატონმა რეზომ გაიგო თეატრალურში ჩავაბარე, გაბრაზდა. ასე მითხრა, შენ კინოში არავინ გადაგიღებს, რადგან ქართული სახე არ გაქვსო. ბატონმა რეზომ ბოროტად და ცუდად არ მითხრა, მაგრამ მისმა სიტყვებმა ისე იმოქმედა, გადავწყვიტე, ცხვირის ოპერაცია გამეკეთებინა…“

ვიდეო: ,,რა ლამაზი ხარ არის ყველაზე ცუდი კომპლიმენტი მსახიობისთვის” – მარინა კახიანი მის პროფესიაზე

ვიდეო: ,,იმდენად ძლიერი ტკივილი იყო, რომ მე გიას სახელსაც კი არ ვახსენებდი წლების მანძილზე” – მარინა კახიანი მეუღლეს იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g