LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რისი ბრალიც იყო ჩემი წონის მომატება, მალევე დადგინდა და მკურნალობით ალაგდა, ეს იყო რაღაც ბაქტერია… გელა გაგებით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას“ – ანუკი ცქვიტინიძე ახალ ეტაპზე, რომელმაც მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა

3036
ანუკი ცქვიტინიძე

მუსიკოსი ანუკი ცქვიტინიძე ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში, ერთ-ერთი რუბრიკის სტუმარია.

ანუკი ცქვიტინიძე ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორ მიიღო ბარიატრიული ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება, რომლის მეშვეობითაც მან უკვე 34 კილო დაიკლო.

როგორ დაიკლო ანუკი ცქვიტინიძემ 32 კილო: „სულ ვეკითხები ჩემს თავს, ამდენი როგორ მოვიმატე. ეს ფიქრი უფრო მაწუხებს, რა მომენტში ვერ გავაჩერე წონის მატება…“

ამასთან, მუსიკოსი ჟურნალთან ინტერვიუში ასევე საუბრობს მოგზაურობაზე, ოჯახურ ტრადიციებზე, მძიმე დანაკარგზე, შინაგან გარდატეხებსა და ახალ ეტაპზე, რომელმაც მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.

„წლევანდელი ახალი წლის სიხარულს სევდაც ახლდა… მამაჩემი გამორჩეული ადამიანი, გამორჩეული თბილისელი და გამორჩეული მამა იყო. მაქსიმალურად ვეცადეთ, მაგრამ ვერ დავეხმარეთ…

რისი ბრალიც იყო ჩემი წონის მომატება, მალევე დადგინდა და მკურნალობით ალაგდა. ეს იყო რაღაც ბაქტერია, რომელიც მედიკამენტოზური მკურნალობით ალაგდა… ბუნებით მშიშარა ადამიანი არ ვარ. ოპერაციაზეც ღიმილით შევედი. ნაკლებად მახასიათებს პანიკა, აღელვება და ასე შემდეგ. დადებითი განწყობა ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს… გელა ხედავდა, რომ ჭარბი წონა ძალიან მაწუხებდა, ამიტომ გაგებით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნავს ანუკი ცქვიტინიძე ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავს ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g