ლონდონში MTV Europe Music Award-ის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები შეიკრიბნენ. წითელ ხალიჩაზე ჯარედ ლეტო, ლანა დელ რეი, ჰაილი ბოლდუინი და სხვები გავიდნენ. განსაკუთრებული ყურადღება რიტა ორამ მიიქცია, რომელიც არა მხოლოდ პრემიის წამყვანი იყო, მან ღონისძიებისთვის მეტად უჩვეულო სამოსი აირჩია.
26 წლის მომღერალი აბაზანის ხალათში გამოჩნდა, რომელიც ესპანური მოდის სახლის Palomo Spain-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში შედის. რიტამ გადაწყვიტა თავზეც პირსახოცი შემოეხვია და ისე გამოსულიყო საზოგადოების წინაშე.
ეს უჩვეულო სამოსი რიტა ორამ ბრჭყვიალა მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლითა და Lorraine Schwartz-ის ბრილიანტებით დაამშვენა, რომელთა ღირებულებაც თიტქმის 8 მილიონი დოლარია.