LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rivian-ის ქარხანაში ხანძარი მოხდა და ათობით ელექტროქარი განადგურდა

115
Capture

Rivian-ის ელექტრომობილების ქარხანაში ხანძარი მოხდა. შემთხვევა ილინოისის შტატში მდებარე საწარმოში, გასულ უქმეებზე დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ცეცხლი შაბათს საღამოს ქარხნის პარკინგზე დაიწყო და ათობით მანქანა დააზიანა – 50-დან 60-მდე ეგზემპლარი Rivian R1T და Rivian R1S. ამ დროისთვის სპეციალისტები მომხდარის მიზეზების დადგენას ცდილობენ და ასევე ირკვევა მიყენებული ზარალის მასშტაბები.

ცეცხლის კერა გაჩნდა პარკინგზე, სადაც სულ ახლად აწყობილ ელექტრომობილებს ინახავდნენ. მეხანძრეებს დაკვამლიანებაში მოუწიათ შესვლა და ცეცხლის ჩაქრობა ძალიან გაუჭირდათ. ათობით მანქანა სულ დაიწვა, ხოლო მეხანძრეებს იქვე მოუწიათ მორიგეობა, რათა ცეცხლი ისევ არ გაჩენილიყო.. საქმე ისაა, რომ იქვე გაჩერებული ათობით ელექტრომობილის აკუმულატორიც ზედმეტად გადახურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები