დღეიდან „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზაზე მგზავრთა გადაყვანა შეჩერდა. როგორც „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოებია.
საბაგირო გზის გახსნის ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაციას კომპანია წინასწარ გაავრცელებს.