რობერტ პატინსონი და მისი საცოლე, სუკი უოტერჰაუსი მშობლები პირველად გახდებიან. წყვილის უახლეს ფოტოებს „დეილი მეილი“ ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 31 წლის სუკის ორსულობის შესახებ ინფორმაცია პირველად ოქტომბერში გავრცელდა, როცა წყვილი GO Gala-ს საღამოს გამოჩნდა.
სულ ცოტა ხნის წინ წყვილი ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობდა, პატინსონის საყვარელ ქალბატონს მუცელი უკვე საგრძნობლად აქვს წამოზრდილი. მედიის ცნობით, ის ორსულობის მეექვსე თვეში იმყოფება.
ცნობისთვის, წყვილი ერთმანეთს უკვე 5 წელია ხვდება.
ეს სიყვარულია – რობერტ პატინსონმა საყვარელი ქალი წითელ ხალიჩაზე პირველად გამოაჩინა