ბრიტანული ,,X ფაქტორის” დასრულების შემდეგ, რობი უილიამსმა და მისმა მეუღლემ, აიდა ფილდმა დასვენება გადაწყვიტეს და თაყვანისმცემლებს უდარდელი მოგზაურობის ამსახველი ფოტოები გაუზიარეს.
სანაპიროზე გადაღებული ფოტო, რომელიც ,,ინსტაგრამზე” აიდამ გამოაქვეყნა, ვარსკვლავური წყვილის ოჯახურ იდილიას ასახავს. საინტერესოა, რომ ფოტოზე, 44 წლის მომღერალი და 39 წლის მსახიობი შვილებთან ერთად, ზურგშექცეული ჩანან.
აღსანიშნავია, რომ მეუღლისგან განსხვავებით უილიამსმა, რომელიც ცნობილია თავისი ექსცენტრიკულობით, აივანზე გადაღებული შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის ახალგაღვიძებული, მხოლოდ ტრუსის ამარა პოზირებს.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული მუსიკალური კონკურსის მენტორის სკამი რობი უილიამსმა და აიდა ფილდმა წელს პირველად დაიკავეს.