რამდენიმე თვის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ 77 წლის შერი 37 წლის მეგობარ მამაკაცს, პროდიუსერ, ალექსანდერ ედვარდს დაშორდა.
თუმცა, ახლახან ინტერნეტსივრცეში მათი ერთობლივი პაპარაცული ფოტოები გავრცელდა. ისინი ლოს-ანჯელესში, პაემანზე გადაიღეს. შავ ტანისამოსში გამოწყობილი წყვილი რესტორნიდან ხელიხელჩაკიდებული გამოდიოდა. არტისტი აშკარად დაღლილი იყო. მათ ფოტოებს უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.
„ჩაძინებული მზეთუნახავი“, „როცა 37 წლის შეყვარებულთან პაემანზე მიდიხარ“, – წერენ კომენტარებში.
77 წლის შერი საშობაო ალბომს გამოუშვებს
77 წლის შერი ამბობს, რომ მისი ახალგაზრდობის საიდუმლო გრძელი თმა და ჯინსის შარვალია