LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა 63 წლის ტომ კრუზი, 26 წლის სიდნი სვინს შეხვდა… – მსახიობების ფლირტის ვიდეომ მედია მოიცვა

506
page

გუშინ ნამდვილად ტომ კრუზის დღე იყო, მას ლოს-ანჯელესში გამართულ, 16-ე Governors Awards-ის ღონისძიებაზე, კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის „საპატიო ოსკარი“ გადასცეს.

საღამოს 63 წლის მსახიობის წვეულებაზე ცეკვის ვიდეომ მედია მოიცვა, ის კოლეგებთან ერთად შესანიშნავად ატარებდა დროს.

სულ ცოტა ხნის წინ კი მისი მონაწილეობით კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა ვირუსულად. ის და სიდნი სვინი, აღტაცებით საუბრობდნენ და მათ შორის აშკარა ფლირტი იყო გაჩაღებული.

26 წლის სვინი ღონისძიებაზე მართლაც საოცრად მომხიბვლელი, სხეულზე მომდგარი კაბით იყო წარმოდგენილი. ასე რომ, ახალგაზრდა ქალბატონების გულთამპყრობელი ტომიც აშკარად მოიხიბლა მისით.

ჰოლივუდელი ლამაზმანი სიდნი სვინი „ვერსაჩეს“ 1995 წელს შექმნილ ულამაზეს კაბაში ბრწყინავს

„ანა დე არმასზე ახალგაზრდა იპოვა“ – 63 წლის რომ კრუზი 23 წლის მსახიობთან ერთად გამოიჭირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები